The conversation has been moved to the Trash.

1. პრინტერის გამართვა გვინდა BIP-1300/1500

Bluebird Pidion SDk ver 1.1

გადმოწერა


2. მოწყობილობა გაიჭედა/გავაფუჭეთ ოპერაციული სისტემის ფაილები. როგორ გამოვასწოროთ?

პირველად სცადეთ უბრალოდ გადატვირთვა. დააწექით და აუშვით Reset-ის ღილაკს თქვენს მოწყობილობაზე. ეს მოაგვარებს პრობლემების უმეტესობას. ყველა დაუმახსოვრებელი მონაცემი დაიკარგება. პროცედურა თითქმის იგივეა რაც კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა. აუცილებლობის შემთხვაში შეგიძლიათ სცადოთ მოწყობილობის სრული განულება. გაითვალისწინეთ რომ ამ ოპერაციის შედეგად წაიშლება ყველა მონაცემი, პროგრამების ჩათვლით. ქვემოთ მოყვანელი სიაში ნაჩვენებია როგორ ხდება Pidion-ის მოწყობილობების ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება. დააწექით ღილაკებს და გეჭიროთ 5 წამის განმავლობაში.მაგალითისთვის: BIP1300 WM5=> დააწექით და გეჭიროთ F & 4 ღილაკები. დაწექით Reset-ის ღილაკს ერთხელ და გეჭიროთ F & 4 ღილაკები 5 წამის განმავლობაში


* BIP-5000 WM5.0 => Fun + 6 + reset
* BIP-5000 CE5.0 => Fun + 6 + reset
* BIP-1300 WM5.0 => F + 4 + reset
* BIP-1300 CE5.0 => F + 6 + reset
* BIP-1300 Qwerty WM5.0 => Fn + 4 + reset
* BM-150R => Send + OK + reset
* BM-500 WM5.0 => # + * + reset
* BM-350 => Send + OK + reset
* BIP-6000 Qwerty => T + reset
* BIP-6000 Numeric => 1 + reset
* BIP-7000 => Left + reset
* BM-170 => OK + reset


3. როგორ აღვადგინოთ BIP6000 ჩატვირთვისას მომხდარი შეცდომის შემდეგ?

გაეცანით დოკუმენტს, რომელიც დაგეხმარება თქვენი BIP6000-ის აღდგენაში. თქვენ ასევე დაგჭირდებათ ჩამოტვირთოთ ეს zip ფაილი, რომელიც შეიცავს ჩატვირთვის ახალ ფაილებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ინსტრუქცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება კომპიუტერების და პროგრამების განახლების საქმეში. თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ცოდნაში, გთხოვთ მიმართოთ Casatrade LTD-ს.


4. როგორ აღვადგინოთ BM-170  ჩატვირთვისას მომხდარი შეცდომის შემდეგ?

გაეცანით დოკუმენტს, რომელიც დაგეხმარება თქვენი BM-170-ის აღდგენაში. თქვენ ასევე დაგჭირდებათ ჩამოტვირთოთ ეს zip ფაილი, რომელიც შეიცავს ჩატვირთვის ახალ ფაილებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ინსტრუქცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება კომპიუტერების და პროგრამების განახლების საქმეში. თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ცოდნაში, გთხოვთ მიმართოთ Casatrade LTD-ს


5. BM-170 და D-LINK/TPLINK პრინტ სერვერებთან კავშირის დაკარგვის პრობლემის გასწორება

1. გადმოწერეთ  MMC Beacon Interval Patch, WIFI SDHC2 Driver, Pidion Supplicant

2. დააყენეთ 1 -> 2 -> 3 და დააკავშირეთ Pidion Supplicant-ით

Pidion Supplicant ინსტრუქციის გადმოწერა

 

ჩვენ შემოგთავაზეთ კლიენტების სპეციალურ მოთხოვნებზე მორგებული პროგრამები, რომლებიც ზღუდავენ გარკვეულ ფუნქციებს მოწყობილობებზე.  ახლა კი წარმოგიდგენთ ახალ საშუალებას – PidionSL (Pidion SystemLimit) Lite, რომელიც აკეთებს იგივეს რასაც კლიენტზე მორგებული პროგრამები და მზადაა გამოყენებისთვის. მისი ძირითადი ფუნქციაა გაუშვას მხოლოდ ადმინისტრატორების მიერ კონფიგურირებული პროგრამები და გათიშოს გასართობი აპლიკაციები, როგორებიცაა თამაშები და სხვა არასაჭირო ფუნქციები.

– Terminal mode  - ტერმინალის რეჟიმი

– Taskbar block  - დავალებათა პანელის ბლოკირება

– Start menu block – სტარტ-მენიუს ბლოკირება

– Soft Key block  - პროგრამების ღილაკის ბლოკირება

– Unlocks Today plug-in

– Locks applications –  ზღუდავს აპლიკაციებს

– Admin mode – ადმინისტრირების რეჟიმი